saqarTvelos kuTxeebi da teritoriuli mowyoba  
  
 
 
 
 


qvemo qarTlis mxare

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ქვემო ქართლის ისტორიული ცენტრია ქალაქი რუსთავი.

ქვემო ქართლი ადმინისტრაციულად 6 მუნიციპალიტეტად იყოფა:

bolnisis municipaliteti gardabnis municipaliteti dmanisis municipaliteti TeTriwyaros municipaliteti marneulis municipaliteti walkis municipaliteti

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.

ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდის და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.

ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იმავე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის - გოგარენეს და სომხური გუგარქის სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ.

მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. თემურ-ლენგის ლაშქრობების შემდეგ, რომელსაც თან დაერთო შავი ჭირის ეპიდემია, ქვემო ქართლის მოსახლეობა ამოწყდა. XV საუკუნის მეორე ნახევარში უზუნ ჰასანის ლაშქრობებს მოჰყვა მტკვრისპირა დაბლობში მომთაბარე ელების ჩამოსახლება. 1604 წელს კი შაჰ აბასმა ქართლის მეფეს დებედას ხეობა ჩამოართვა და აქ ბორჩალოს ტომი დაასახლა. ნადირ-შაჰმა 1735 წელს ოსმალებთან გამარჯვების შემდეგ ილაშქრა და ყაიყული და ბამბაკი ერთიანად ირანში გადაასახლა. მან ასევე აჰყარა და ირანში გადაასახლა დემურჩი ასანლუს ტომი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდა ნადირ-შაჰის პოლიტიკას წინ აღუდგა ერეკლე II, მისი მოკავშირე იყო ბორჩალოს ხანი, მათ ქართლში დააბრუნეს სამეფოს საზღვრებიდან აყრილი ელი.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.

zogadi cnobebi

ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ. მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10%-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა - 497 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე - 76 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

  • ქალაქი - 7: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრი წყარო, მარნეული, წალკა;
  • დაბა - 8: დიდი ლილო, კოჯორი, კაზრეთი, მანგლისი, თამარისი, შაუმიანი, ბედიანი, თრიალეთი;
  • სოფელი - 338.

mosaxleoba

ქვემო ქართლის მოსახლეობა 423 986 ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 11,42 %-ია. მოსახლეობის 51,25 % ეთნიკურად ქართველია, 41,75 % აზერბაიჯანელი, 5,07 % - სომეხი, ხოლო 1,93 % - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავში, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ჭარბობენ ეთნიკურად ქართველები, ხოლო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში - აზერბაიჯანელები.

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
ქვემო ქართლი 497 530 423 986 428 000 429 700 432 300
ქ. რუსთავი 116 384 125 103 126 100 126 800 127 800
ბოლნისის 74 301 53 590 54 700 54 900 55 300
გარდაბნის 114 348 81 876 81 600 81 300 81 300
დმანისის 28 034 19 141 19 800 20 000 20 200
თეთრიწყაროს 25 354 21 127 21 600 21 700 21 900
მარნეულის 118 221 104 300 105 200 105 800 106 500
წალკის 20 888 18 849 19 100 19 200 19 300

ekonomika

მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20%–ს იძლევა.

 

qvemo qarTlis foto galerea
         

 

ადმ. ცენტრი რუსთავი
კოორდინატები

41°31`00″ ჩ. გ. 44°31`00″ ა. გ.

დაარსდა 1995
ფართობი 6527.6 კმ²
მოსახლეობა 423 986 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 64,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 51,3 %
აზერბაიჯანელები 41,8 %
სომხები 5,1 %
რუსები 0,6 %
ბერძნები 0,5 %
ოსები 0,2 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები 51,35 %
მუსლიმები 42,98 %
გრიგორიანები 3,28 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი https://kvemokartli.gov.ge

 

       
       

 

qvemo qarTlis istoria
ქართლი საქართველოს ისტორია
ქვემო ქართლი ქვემო ქართლის მხარე
თრიალეთი ზემო ქართლი
ქართლის სამეფო შიდა ქართლი
ქართლ-კახეთის სამეფო გოგარენ

ქართველურ ტომ გუგარებს

qvemo qarTlis RirSesaniSnaobebi
1 აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია 11 კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია
2 აკაურთის ეკლესია 12 ლიპარიტისუბანი
3 აკვანების ეკლესია 13 მანგლისის სიონი
4 აძიკვი 14 ნადარბაზევის სასახლე
5 ბოლნისის სიონი 15 რუსთავის სიონი
6 გორული 16 სამშვილდე
7 გოხნარის ეკლესია 17 ქალაფა
8 დმანისის სიონი 18 წუღრუღაშენი
9 ვანათის ტაძარი 19 ხუჯაბი
10 კაბენის მონასტერი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) 20 ბოლნისის სიონი

 

1 ფიტარეთის მონასტერი 13 ბირთვისის ციხე-სიმაგრე
2 დმანისის ნაქალაქარი 14 სამშვილდე
3 მარტყოფის ღვთაების მონასტერი 15 წუღრუღაშენი
4 სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი 16 წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

 

1 ფიტარეთის მონასტერი   დმანისის ნაქალაქარი
2 ბირთვისის ციხე-სიმაგრე   სამშვილდე (ციხე-ქალაქი)

 

mcxeTa-mTianeTis istoria
   
   
   
   
   

კურორტები

 

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე